სალამი!
მე მქვია მილა. მე ფოტოგრაფი ვარ. ძალიან მიყვარს ის რასაც ვაკეთებ.
ამ საქმით დავკავდი 2014 წელს, როდესაც მშობლებმა მაჩუქეს ფოტოაპარატი მე-9 კლასში.
შემდეგ წავედი სასწავლებლად და ეს საქმეც მივატოვე.
სამი წლის უკან მე და ჩემი მეგობარი წავედით სამოგზაუროდ და თან წავიღე ჩემი მიტოვებული ფოტოაპარატი. მას შემდეგ შემიყვარდა ფოტოობექტივის იქეთ დანახული ახალი ხედვა.
ვაკეთებდი ყველაფერს რომ ჩამოვყალიბებულიყავი როგორც კარგი ფოტოგრაფი.
მინდოდა მქონოდა თანამედროვე ფოტოკამერა და სულ რამდენიმე ხნის წინ შევიძინე ისეთი როგორიც მე მინდოდა.
ახლა უკვე შემიძლია ყველა ადამიანის სიხარული და ემოციები აღვბეჭდო ჩემს ფირებზე. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე.
ჩემთვის მნიშვნელოვანია გადავიღო ზუსტად ის მომენტი, როცა ადამიანი თავს სრულად ავლენს კადრში, ის გულწრფელია და არ მოქმედებს. ყველაზე საყვარელი რამ არის გადაღების შემდგომი გემო, რომ დავინახო ვიღაცის ბედნიერი თვალები, ვინც ჩემს ობიექტში იყო.
მე შემიყვარდა ჩემი ნამუშევარი, შენ კი შეგიყვარდება ის სურათები, რომლებსაც მე გადაგიღებ და შეხედავ შენს თავს მეორე მხრიდან!